ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული რეანიმაციაშია

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული პორტუგალიელი მომღერალი სალვადორ სობრალი რეანიმაციაშია.

პორტუგალიური გამოცემების ინფორმაციით, მომღერალი სპეციალურ აპარატზეა შეერთებული.

27 წლის სალვადორს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სალვადორი იძულებული გახდა, დაგეგმილი კონცერტები გაეუქმებინა.