
მომღერლისა და კომპოზიტორის ნატო გელაშვილის სიმღერები ძალიან პოპულარულია არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ამის დასტურია სიმღერის “სიყვარულის საგალობელი” ულამაზესი შესრულება უცხოელების მიერ: “ამ საოცარმა შესრულებამ ცრემლი, ემოცია და სიხარული ერთად მომიტანა. მუსიკას ენა არა აქვს… ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ამ გალობას “სიყვარულის საგალობელი” ჰქვია… სხვა სახელი ვერ მოვუძებნე…”