მომღერლებმა ნანი ბრეგვაძემ და სოფო ნიჟარაძემ ულამაზესი დუეტი ჯერ კიდევ 2011 წელს შეასრულეს, როდესაც ბათუმში “ქეთო და კოტეს” მიუზიკლში მიიღეს მონაწილეობა. ნანი ბრეგვაძე ხანუმას როლს ასრულებდა, სოფო ნიჟარაძე – ქეთოს როლს.
“ქეთო და კოტე” ვიქტორ დოლიძის ოპერის მიხედვით რეჟისორმა დავით დოიაშვილმა დადგა, ახალ მუსიკალურ ვერსიებზე კი ნიკოლოზ რაჭველმა იმუშავა.