Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კატეგორია: TV

“იქს ფაქტორი 2018” ანრი გუჩმანიძე გახდა

"იქს ფაქტორი 2018" ანრი გუჩმანიძე გახდა

“იქს ფაქტორის” კიდევ ერთი სეზონი დასრულდა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, “იქს ფაქტორი 2018” ანრი გუჩმანიძე გახდა. ფინალში ზარების რეკორდული რაოდენობა – 51 895 ხმა დაფიქსირდა. ხმების 40.79% სწორედ ანრიმ მიიღო. შოუს გამარჯვებულმა მთავარი პრიზი – ბინა მოიგო, ფინალისტებს კი სხვადასხვა კომპანიებისგან სამახსოვრო და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

“მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონი იწყება

"მხოლოდ ქართულის" მეორე სეზონი იწყება

მუსიკალური შოუს “მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონი იწყება. პირველი სეზონის წარმატებით დასრულებისთანავე, შემოქმედებითმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, მეორე სეზონისთვის ყველაზე ნიჭიერი მომღერლები ისევ შეეკრიბა. “მხოლოდ ქართულის” შესარჩევ ტურებში მონაწილეობის მიღება 18 წლიდან არის შესაძლებელი: “მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონი იწყება. პირველად შესარჩევი ეტაპი თბილისში, 28-29 ივნისს, რუსთავი 2-ის შენობაში გაიმართება. მოდი და გაიმარჯვე მხოლოდ ქართული სიმღერით.”

ხელის თხოვნა “იქს ფაქტორში”

ხელის თხოვნა "იქს ფაქტორში"

წლევანდელი “იქს ფაქტორი” უნიჭიერესი კონკურსანტებით და ორიგინალური საკონკურსო ტურებით გამოირჩევა. მათგან საუკეთესოს გამორჩევა მენტორებსაც უჭირთ და მაყურებლებსაც. თამთა გოდუაძის გუნდის მომღერალი ია ტომაში წინა ტურის ლიდერი გახდა. ეს ტური კი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სცენაზე იას შეყვარებული დემეტრე ავიდა, რომელმაც საყვარელ ადამიანს ხელი სთხოვა, რაზეც პასუხად “კი” მიიღო.

ყველაზე დიდი საჩუქარი სოფო ბათილაშვილისთვის

ყველაზე დიდი საჩუქარი სოფო ბათილაშვილისთვის

მომღერალი სოფო ბათილაშვილი 19 წლის გახდა. დაბადების დღეზე მან უამრავი მილოცვა მიიღო, თუმცა საჩუქარი, რომელიც მას კავკასიის უნივერსიტეტმა გაუკეთა, მომღერლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სოფო, რომელსაც “მხოლოდ ქართულის” წყალობით უკვე აქვს ბინა და სხვადასხვა ფასიანი საჩუქარი, ახლა სწავლასაც უფასოდ შეძლებს. კავკასიის უნივერსიტეტმა სოფო ბათილაშვილს ფსიქოლოგიურზე სწავლა მთლიანად დაუფინანსა. სოფო ბათილაშვილი: “19 წლის სოფო ვარ. მგონი ჩემი […]

სოფო ბათილაშვილი – ჯადოსნური გოგო

სოფო ბათილაშვილი - ჯადოსნური გოგო

18 წლის მომღერალი სოფო ბათილაშვილი მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართულის” მონაწილეა. სოფო ჟიურიმ და მაყურებელმა თავიდანვე მოიწონა და რაც გადაცემის პირდაპირი ეთერები დაიწყო, მომღერალმა უამრავი ერთგული მსმენელი გაიჩინა. სოფოს გამოსვლებს სოციალურ ქსელში ათასობით ნახვა და გაზიარება აქვს, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მის მიერ ქალაქური სიმღერების ტურში შესრულებული სიმღერა “იაგუნდი”. თუმცა არანაკლები მოწონება დაიმსახურა სოფოს მიერ ქართული მულტფილმების […]

ბრალდებები მუსიკალურ პროექტს “მხოლოდ ქართული”

ბრალდებები მუსიკალურ პროექტს "მხოლოდ ქართული"

მუსიკალური პროექტი “მხოლოდ ქართული” საქართველოში მოგზაურობს და ყველაზე ნიჭიერ კონკურსანტებს არჩევს. ჟიურის წევრები მარინა ბერიძე, სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი პროექტის წამყვანებთან ნიკა გრიგოლიასთან და ილო ბეროშვილთან ერთად საუკეთესოებს შოუში მოხვედრის შანსს აძლევენ. მომღერალი ბესიკ ნემსაძე შოუს მევსეურებს პოლიტიკურად მოტივირებულებს უწოდებს და სწორედ ამით ხსნის ერთ-ერთი კონკურსანტის ვანო ტურაბელიძის შოუს მიღმა დატოვებას. ვანო ტელეკომპანია “იმედის” […]

გიორგი ბახუტაშვილი ახალი გამოწვევის წინაშე

გიორგი ბახუტაშვილის ახალი ამპლუა

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ახალი გამოწვევის წინაშეა. “ჩემი ცოლის დაქალებიდან” გაპოპულარულებული მსახიობი მაყურებელმა “ნიჭიერის” ჟიურიშიც იხილა, “იუმორისტულ გადაცემა “მეგობრებშიც” და “ცეკვავენ ვარსკვლავების” კონკურსშიც, სადაც გამარჯვებულიც გახდა. ახლა კი გიორგი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ წარსდგება, თუმცა სრულიად ახალ და განსხვავებულ ამპლუაში. ტელეკომპანია “იმედზე” “ღამის შოუ” იწყება. შოუს შემქმნელთა გადაწყვეტილებით, მისი წამყვანი სწორედ გიორგი […]

გადაცემაში “ცოდნა ფულია” 25 ათასი ლარი გათამაშდა

გადაცემაში "ცოდნა ფულია" 25 ათასი ლარი გათამაშდა

გადაცემაში “ცოდნა ფულია”, რომლის წამყვანიც მსახიობი დუტა სხირტლაძეა, უმღალესი ფულადი პრიზი – 25 ათასი ლარი გათამაშდა. სოლიდური თანხა თავისი ცოდნით 24 წლის ლაშა სამჭკუაშვილმა მოიგო. მან თამაშის ყველა ეტაპი წარმატებით გადალახა და პასუხი გასცა მთავარ შეკითხვას, რომელიც ასე ჟღერდა: – ოპიორფინი არის მორფინზე რამდენჯერმე ძლიერმოქმედი ნივთიერება, რომელიც პირველად გამოყვეს ადამიანის: ა) ცრემლიდან; ბე) ლიმფიდან; ცე) […]

სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი უტკბილესი სიმღერით

სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი უტკბილესი სიმღერით

მომღერლები სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი მარინა ბერიძესთან ერთად მთელ საქართველოში მოგზაურობენ და ახალი მუსიკალური შოუსთვის “მხოლოდ ქართული” საუკეთესო კონკურსანტებს არჩევენ. შემოქმედებითი ჯგუფი ამჟამად სამეგრელოში იმყოფება. ზუგდიდში არაერთი კონკურსანტის მოსმენის შემდეგ, სოფოს და გიორგის მეგრული სიმღერის შესრულების სურვილი გაუჩნდათ და სიმღერა “ვა გიორქო მა” ექსპრომტად იმღერეს.  

ალექსანდრე მრელაშვილი – გაიცანით უნიჭიერესი მომღერალი კახეთიდან

ალექსანდრე მრელაშვილი - გაიცანით უნიჭიერესი მომღერალი კახეთიდან

საბედნიეროდ, საქართველო ნიჭიერი ადამიანებით არის სავსე. მათ შორისაა ალექსანდრე მრელაშვილი, რომელიც “რუსთავი 2”-ის ახალ მუსიკალურ პროექტში “მხოლოდ ქართული” მონაწილეობს. პროექტის ჟიურის წევრები სოფო ნიჟარაძე, გიორგი უშიკიშვილი და მარინა ბერიძე საქართველოს რეგიონებში დადიან და ქართული სიმღერების ყველაზე ნიჭიერ შემსრულებლებს არჩევენ. რჩეულთა შორის მოხვდა ალექსანდრე მრელაშვილიც, რომელმაც “მხოლოდ ქართულისთვის” კახეთში გამართულ შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ალექსანდრემ მამუკა […]

გვერდი 1 - 3112345ბოლო »