ზვიად ბერიაშვილი

მომღერლები ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად

ხელოვანები ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად

37 წლის ასაკში გარდაცვლილი ლოტბარისა და მომღერლის ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად მისი კოლეგები ერთიანდებიან. ანსამბლები “რუსთავი”, “ბასიანი”, “იმერი”, “ერისიონი”, “თბილისი”, “შვიდკაცა”, “შავნაბადა”, “დიდგორი”, “სახიობა”, “ანჩისხატი”, “იბერი”, “მუხამბაზი”, “ერთობა”, “ქალდეა”, “დავითიანნი” და სამების საპატრიარქო გუნდი ერთობლივ კონცერტს გამართავენ და ზვიადის ოჯახს დაეხმარებიან. 10 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ზვიად ბერიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო ”ჩვენ ზვიადისთვის” ჩატარდება. […]

ხელოვანები ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად

ხელოვანები ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად

37 წლის ასაკში ლოტბარი, დირიჟორი და კომპოზიტორი ზვიად ბერიაშვილი გარდაიცვალა. ის სიმსივნეს რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მასზე გამარჯვება ვერ შეძლო. ზვიად ბერიაშვილს კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი გამოემშვიდობა: “მშვიდობით ჩემო ტკბილო ადამიანო, ჩემო ძალიან ძვირფასო ზვიად… ღმერთმა გაგინათოს გზა უფრო დიდ საქართველოში და დაგიმკვიდროს სასუფეველი ღირსეულ ადამიანთა შორის!!! ძალიან გვატკინა გული შენმა წასვლამ […]

ზვიად ბერიაშვილი გარდაიცვალა

გადავარჩინოთ ახალგაზრდა მომღერალი

ანსამბლების ”იმერის” და ”მუხამბაზის” წევრი, ”ქალდეას” და ბავშვთა ფოლკლორული გუნდის ”დავითიანის” ხელმძღვანელი ზვიად ბერიაშვილი გარდაიცვალა. ზვიადი ახმეტელის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელიც იყო. იგი თვეების განმავლობაში უკურნებელ სენს ებრძოდა. უახლოესი ადამიანების დახმარებით სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ინფორმაცია ზვიადის გარდაცვალების შესახებ ახმეტელის თეატრის მსახიობმა ანდრია გველესიანმა გაავრცელა:   ”ჩვენი ზვიადი…. უფალმა გაანათლოს შენი […]

საქველმოქმედო სპექტაკლი ზვიად ბერიაშვილის დასახმარებლად

გადავარჩინოთ ახალგაზრდა მომღერალი

ახალგაზრდა მუსიკოსის ზვიად ბერიაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება. ზვიადი ახმეტელის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, ანსამბლ “ქალდეას” ხელმძღვანელი, ბავშვთა ფოლკლორული გუნდის “დავითიანის” ხელმძღვანელი და ანსამბლ “მუხამბაზის” წევრია. საოცრად ნიჭიერ ადამიანს დაუდგინდა მძიმე დაავადება, ავთვისებიანი მელანომა და სასწრაფოდ საჭიროებს თურქეთში ძვირადღირებულ მკურნალობას… ზვიადის დასახმარებლად ახმეტელის თეატრი 30 ივლისს საქველმოქმედო სპექტაკლი “სტუმარ-მასპინძელი” გათამაშდება. მუსიკოსის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში: TBC ბანკი […]

გადავარჩინოთ ახალგაზრდა მომღერალი

გადავარჩინოთ ახალგაზრდა მომღერალი

ახალგაზრდა მომღერალს და ლოტბარს ზვიად ბერიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ზვიადი ანსამბლ ”ქალდეას” ხელმძღვანელი, ანსამბლ ”იმერის” წევრი, ბავშვთა ფოლკლორული გუნდის ”დავითიანის” ხელმძღვანელი და ანსამბლ ”მუხამბაზის” წევრია. მას აღმოაჩნდა მძიმე დაავადება, სიმსივნე და სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთში მკურნალობა. ოჯახს არ გააჩნია საჭირო თანხები, რომ ზვიადის მკურნალობა დააფინანსოს, ამიტომ გაიხსნა სპეციალური ანგარიში: TBC ბანკი GE65TB7143245061100022   მიმღები თამარ ლეჟავა […]