ჭდე: თენგო აბრამიშვილი

ქართულ ანბანს ძეგლი დაუდგეს

ქართულ ანბანს ძეგლი დაუდგეს

მას შემდეგ, რაც “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს, თბილისში ქართულ ანბანს ძეგლი დაუდგეს. ქანდაკების ავტორი მოქანდაკე თენგო აბრამიშვილია. მასზე ასომთავრული ანბანის პირველი და ბოლო ასოებია გამოსახული. მოქანდაკემ თავისი ნამუშევარი საკრებულოს საჩუქრად გადასცა. ქართული ანბანის ძეგლი საკრებულოს ღია ბაღში დაიდგა.