ჭდე: მიშკა მგალობლიშვილი

“საგანგაშო ამბავია!”

მოუსმინეთ ნიაზ დიასამიძეს

ნიაზ დიასამიძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და შსს-ს მიერ ორი რეპერის მიშკა მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას დაკავებას აპროტესტებს: “საგანგაშო ამბავია! უსამართლობა ვერ გაიმარჯვებს! ძალა ერთობაშია! თავისუფლება რეპერებს! ხელოვნებას ვერ შებორკავ!”

ბერა დაკავებული რეპერების თემას ეხმაურება

ბერა: "მივმართავ ჟურნალისტებს!"

მომღერალი ბერა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული ორი რეპერის – მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავებას ეხმაურება. მომღერალი, რომელმაც თავისი კარიერა სწორედ რეპერობით დაიწყო, დაკავებული მუსიკოსების გათავისუფლებას ითხოვს. ბერა: “თქვენთან ვარ ბიჭებო!”

პოლიციამ ორი რეპერი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 და მე-3 განყოფილებების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ორი პირი – 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ქ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. […]