კამერული მუსიკის ფესტივალი

კამერული მუსიკის ფესტივალი საზეიმო გალაკონცერტით დაიხურა

კამერული მუსიკის ფესტივალი საზეიმო გალაკონცერტით დაიხურა

2 ოქტომბერს, მარტვილში კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ,,სალხინოს სასახლის კამერატა” საზეიმოდ დაიხურა. დადიანთა საშემოდგომო რეზიდენციის ჭადრების ხეივანში დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართა, სადაც ფესტივალში მონაწილე ყველა კოლექტივი 10-წუთიანი პროგრამით წარსდგა. მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები უცხოელი მუსიკოსების მიერ შესრულებულმა ქართულმა კომპოზიციებმა დაიმსახურა. ფესტივალს სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ქართული ესტრადისა და თეატრის არტისტები, თბილისის კონსერვატორიის პროფესორები და პოლიტიკოსები. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, […]

კამერული მუსიკის დღესასწაული მარტვილში

კამერული მუსიკის დღესასწაული მარტვილში

მარტვილში, სალხინოს დადიანთა საშემოდგომო რეზიდენციაში, საზეიმოდ გაიხსნა კამერული მუსიკის მეორე საერთაშორისო ფესტივალი ,,სალხინოს სასახლის კამერატა”. პირველ საფესტივალო დღეს მაყურებლის წინაშე წარსდგნენ უცხოელი სტუმრები. მსმენელისთვის დაუკრეს გიტარის კვარტეტმა ბელგიიდან Four  Aces, დუეტმა ავსტრიიდან Das Kollektiv და საქსოფონების კვარტეტმა სომხეთიდან Alma Sax. ფესტივალის დამსწრე საზოგადოებამ ხანგრძლივი აპლოდისმენტებით და გულწრფელი ოვაციებით დააჯილდოვა მუსიკოსები. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ფესტივალის გახსნას […]

მარტვილში კამერული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

მარტვილში კამერული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

მარტვილში სალხინოს დადიანების საშემოდგომო სასახლეში კამერული მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი “სალხინოს სასახლის კამერატა” გაიმართება. ღია ცის ქვეშ რამდენიმე კონცერტი ჩატარდება. კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები და კოლექტივები ავსტრიიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, არგენტინიდან. ფესტივალი 2 ოქტომბერს სიმებიანი კვარტეტის “ლალე” კონცერტით გაიხსნება. სამდღიან ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მირზოიან კვარტეტი, დუეტი “ბლანკო სინაკორი”, კაროლინა მიკოლაიჩიკის და ივო იედინეცკის დუეტი, […]