
“კომედი შოუს” მსახიობს გიორგი გოცირიძეს დახმარება ესაჭიროება. მას გაზაფხულზე მანქანა დაეჯახა და უმძიმესი დაზიანებები მიიღო. ჩატარებული რამდენიმე რთული ოპერაციის მიუხედავად, გიორგის სრული გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა. ის ეტლში ზის და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ამ ეტაპზე გიორგის თურქეთში კიდევ ერთი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომ ფეხზე წამოდგომა და სიარული შეძლოს. საქართველოს ბანკში მსახიობის დასახმარებლად გახსნილია სპეციალური ანგარიში […]