ავსტრალია

’’კარმენი’’ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

’’კარმენი’’ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის მიერ მუსიკისა და დრამის თეატრში დადგმული “კარმენი” ავსტრალიის ქალაქ პერტის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე “FRINGE WORLD 2015” გამარჯვებულია. ქართველი მსახიობები ნომინაციში “DANCE AWARD” საუკეთესოებად დასახელდნენ. სპექტაკლის პრემიერა ორი წლის წინ ლონდონში შედგა და 50 წუთიანმა წარმოდგენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ”კარმენი” თურქეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეც წარმატებით გათამაშდა და დაჯილდოვებული დაბრუნდა სამშობლოში. ერთმოქმედებიან ქორეოგრაფიულ დრამაში […]

ჯაბა ქარსელაძე საუკეთესო მომღერლად დაასახელეს

ჯაბა ქარსელაძე საუკეთესო მომღერლად დაასახელეს

ქართველი მომღერალი ჯაბა ქარსელაძე, რომელიც უკვე წლებია საფრანგეთში ცხოვრობს, ავსტრალიის ერთ-ერთმა ჟურნალმა საუკეთესო ოთხეულში დაასახელა, როგორც მომღერალი და მოდელი. ეს სასიამოვნო ინფორმაცია ქართველმა მომღერალმა სოციალურ ქსელში თვითონვე გაავრცელა: “ავსტრალიის ერთ-ერთმა ჟურნალმა საუკეთესო ოთხეულში როგორც მომღერალი-მოდელი დამასახელა და თუ გინდათ რომ ამ ჟურანლის პირველ გვერდზე მიხილოთ საქართველოს სახელით, მაშინ უნდა გახსნათ მითითებული ლინკი და მომცეთ ხმა! […]