Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კატეგორია: საზოგადოება

20 დეკემბერს რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეა

20 დეკემბერს რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეა

20 დეკემბერს ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეა. მას წელს 88 წელი შეუსრულდებოდა. მწერალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში მუშაობდა 31-ე ქარხანაში, სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია. რევაზ ინანიშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო […]

გიორგი მარგველაშვილი: “საყდრისის ოქროს მაღარო ერთ-ერთი უძველესია!”

გიორგი მარგველაშვილი: "საყდრისის ოქროს მაღარო ერთ-ერთი უძველესია!"

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და თავის პოზიციას ღიად აფიქსირებს: “იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საყდრისის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია, საჭიროდ მიმაჩნია, გამოვხატო საკუთარი პოზიცია. უპირველესად, უნდა ითქვას, რომ თითოეული ცივილიზებული ქვეყანავალდებულია, მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორის ერთ-ერთი უძველესი სწორედ საყდრისის ოქროს მაღაროა. ჩვენ […]

დღეს ნიკოლოზობაა

დღეს ნიკოლოზობაა

მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენება წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერს და 22 მაისს. ამ დღეებში ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება სრულდება. წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი ლუკიის ოლქის პათარში დაიბადა ქრისტეს შობიდან 257 წელს. მის კეთილმსახურ მშობლებს თეოფანესა და ნონას შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ […]

ნიკა ანთიძეს სტუდენტური მოძრაობის წევრები პრესკლუბში შეუცვივდნენ

ნიკა ანთიძეს სტუდენტური მოძრაობის წევრები პრესკლუბში შეუცვივდნენ

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკა ანთიძეს ერთ-ერთ პრესკლუბში გამართული პრესკონფერენციის მსვლელობისას დარბაზში სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენლები შეუცვივდნენ. ისინი საყვირებით და პლაკატებით იყვნენ შეიარაღებული. ანთიძის პრესკონფერენციაზე მისულმა სტუდენტებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა ის “სირცხვილის დერეფანში“ გაატარეს, საყდრისის ნგრევაში დასდეს ბრალი და მისგან აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა მოითხოვეს. ახალგაზრდების თქმით, ისინი გეგმავენ ნიკა ანთიძის, როგორც […]

ოთარ კობერიძე 90 წლისაა

ოთარ კობერიძე 90 წლისაა

ქართული კინოს ვარსკვლავი ოთარ კობერიძე 90 წლისაა. ეს საპატიო თარიღი მას 17 დეკემბერს შეუსრულდა. ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოხალისედ წავიდა ფრონტზე და მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ჯერ სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობად მუშაობდა. საქართველოს სახალხო არტისტი 1956 […]

დღეს ბარბარობაა

დღეს ბარბარობაა

17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინება. ის ბავშვების მფარველად არის მიჩნეული. წმინდა ბარბარე ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილის ოჯახში. მისი მშობლები წარმართები იყვნენ და თაყვანს სცემდნენ კერპებს. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. იგი ოჯახის ერთადერთი შვილი და მამისაგან განებივრებული იყო. ახალგაზრდა ბარბარე ისე […]

16 დეკემბერი შიო არაგვისპირელის დაბადების დღეა

16 დეკემბერი შიო არაგვისპირელის დაბადების დღეა

ქართველი მწერალი შიო არაგვისპირელი, რომლის ნამდვილი გვარი დედაბრიშვილია 1867 წელს დუშეთის რაიონის ქარისხევში ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. ჯერ სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. ის დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი. სემინარიის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში. პოლონეთში ყოფნამ, იქაურ მოწინავე ახალგაზრდობასთან ურთიერთობამ […]

ანა კალანდაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა

ანა კალანდაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა

15 დეკემბერი ქართული პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის დაბადების დღეა. მას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ანა კალანდაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში დაიბადა. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით. ქართველი პოეტი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის […]

14 დეკემბერი აკაკი კვანტალიანის დაბადების დღეა

14 დეკემბერი აკაკი კვანტალიანის დაბადების დღეა

14 დეკემბერს ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის აკაკი კვანტალიანის დაბადებიდან 107 წელი შესრულდა. მსახიობი თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა ამავე დროს მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში. საბოლოოდ მსახიობმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ თეატრისა და კინოსთვის მიეძღვნა თავი. 1928 წელს ის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა და სიცოცხლის ბოლომდე ამ თეატრში დარჩა, თუმცა მუშაობდა საქართველოს […]

13 დეკემბერი ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა

13 დეკემბერი ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა

13 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფის ვახტანგ I გორგასლის ხსენების დღეა. ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი ხსენების დღე კი 13 დეკემბერია. ვახტანგ გორგასალი იზრდებოდა სპასპეტთან საურმაგთან. როდესაც ვახტანგი 7 წლის იყო გარდაიცვალა მამამისი მირდატ მეფე. მძიმე დღეში ჩავარდა დაქვრივებული საგდუხტ დედოფალი. მამამისი ბარზაბოდი, ბარდავის ერისთავი, მაზდეანი […]