Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კატეგორია: კულტურა

ვერა წიგნაძის 90 იუბილეს საბალეტო დასი იზეიმებს

ვერა წიგნაძის 90 იუბილეს საბალეტო დასი იზეიმებს

2015 წლის 31 იანვარს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი თბილისის საკონცერტო დარბაზში საზეიმო კონცერტს გამართავს. გალა-კონცერტი ლეგენდარული ბალერინას ვერა წიგნაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება. თეატრის ორკესტრთან და საბალეტო დასთან ერთად გალა-კონცერტში მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტს მაესტრო დავით მუქერია უდირიჟორებს.

ხელოვნების სასახლეს უნიკალური პორტრეტი გადაეცა

ხელოვნების სასახლეს უნიკალური პორტრეტი გადაეცა

მსოფლიოში ცნობილი მხატვრის ილია რეპინის მიერ შექმნილი ანა ილიას ძე ბაგრატიონის პორტრეტი ცნობილმა რუსმა მკვლევარმა და და საზოგადო მოღვაწემ იგორ ობოლენსკიმ საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადასცა. ძვირფასი პორტრეტის პრეზენტაცია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში 8 იანვარს გაიმართება. პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილია ნახატის რესტავრაცია და აღნიშნული მინაწერის დეტალური შესწავლა. მკვლევარი იგორ ობოლენსკი საჩუქრის გადაცემასთან ერთად საკუთარი […]

“ყინულის დედოფალი” დაბრუნდა

"ყინულის დედოფალი" დაბრუნდა

ჰანს ქრისტიან ანდერსენის გენიალური ზღაპარი „ყინულის დედოფალი“ დაბრუნდა. 7, 8 და 9 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს თბილისის საკონცერტო დარბაზში კინოს, თეატრის და ვიზუალური ეფექტების სინთეზს – პატარებისთვის განსაკუთრებულად საყვარელ ზღაპარს. როგორც წარმოდგენის ავტორები აცხადებენ, ეს იქნება “ყინულის დედოფლის” სრულიად განსხვავებული თეატრალური ვერსია. სპექტაკლის პრემიერა შარშან სპორტის სასახლეში გაიმართა. მისი დადგმა რეჟისორსა […]

სუხიშვილები საიუბილეო კონცერტებს იწყებს

სუხიშვილები 70 წლისაა

ანსამბლი “სუხიშვილები” საიუბილეო კონცერტებს იწყებს. 2015 წელი ანსამბლისთვის საიუბილეოა. მისი დაარსებიდან 70 წელი სრულდება. სუხიშვილები საიუბილეო კონცერტების ციკლი გაიხსნება 2015 წლის 17 და 18 იანვარს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. წარმოდგენილი იქნება ორ განყოფილებიანი შერეული პროგრამა, როგორც ტრადიციული ისე ახალი ცეკვებით. კონცერტების პარალელურად, გაიმართება ანსამბლის ისტორიის ამსახველი ფოტო გამოფენა. ანსამბლმა 70 წლის განმავლობაში ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში […]

„ღალია – ქართველთა მონასტერი კვიპროსზე”

„ღალია - ქართველთა მონასტერი კვიპროსზე"

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გამოსცა სამეცნიერო ილუსტრირებული ნაშრომი „ღალია, ქართველთა მონასტერი კვიპროსზე”. ახლადგამოცემული წიგნი ასახავს 2006-2010 წლებში კვიპროსზე არსებულ ქართულ არქიტექტურულ კომპლექსზე განხორციელებულ ისტორიულ არქეოლოგიურ-სახელოვნებათმცოდნეო ეპიგრაფიკულ კვლევებს და მის შედეგებს. კვიპროსის ღალიის ქართველთა მონასტრის რეაბილიტაცია ქვეყნის გარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამით განხორციელდა და ის ერთერთი […]

ქორეოგრაფიის კავშირი ქორეოკულტურულ ურთიერთობებს ღონისძიებას უძღვნის

ქორეოგრაფიის კავშირი ქორეოკულტურულ ურთიერთობებს ღონისძიებას უძღვნის

საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი 29 დეკემბერს ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის საგამოფენო დარბაზში, ატარებს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ქორეოკულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მორიგ ღონისძიებას. სამხრეთ საქართველოში მცხოვრები უძველესი ავტოქტონ ეთნოსებს შორის გაწყვეტილი კავშირების აღდგენა და ნდობის ახალ ეტაპზე აყვანა, დღევანდელობის უმთავრეს გამოწვევად იქცა. აღნიშნული პროცესების უზრუნველყოფაში ტრადიციულ ფოლკლორულ ხელოვნებას, მათ შორის საცეკვაო კულტურას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. […]

საყდრისი ისევ ააფეთქეს

საყდრისი ააფეთქეს

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია ავრცელებს სპეციალურ განცხადებას, სადაც წერს, რომ საყდრისი კიდევ ორჯერ ააფეთქეს: “საყდრისი კიდევ ორჯერ ააფეთქეს! ვიდრე ლიცენზიას ვადა გაუვა, ძეგლის ბოლომდე განადგურება უნდათ. ფიქრობენ, რომ ამით მოგვიცილებენ. აფეთქებები უკანონოა, ზურგს კი პატარა ირაკლი უმაგრებთ. საპარლამენტო კულტურის კომიტეტის მოსმენა, რომელიც ორშაბათისთვის იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება. გადადეს. შეიძლება საყდრისს ვეღარ ვუშველოთ, განწირულია ამით კაზრეთიც, მაგრამ […]

სოფლის ყველა ბიბლიოთეკას 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა

სოფლის ყველა ბიბლიოთეკას 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული კორპუსის საგამოფენო დარბაზში 27-28 დეკემბერს იმართება წიგნის გამოფენა სახელწოდებით: „წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“. საქართველოში ამჟამად არსებობს 613 საჯარო ბიბლიოთეკა, რომელთა წიგნადი ფონდი ბოლო წლების განმავლობაში ბიბლიოთეკების მცირე ბიუჯეტის გამო. პრაქტიკულად არ შევსებულა. ღონისძიებაზე წარმოდგენილია სოფლის ბიბლიოთეკებისათვის გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემები. ბიბლიოთეკებს საშუალება ეძლევათ თავად გააკეთონ არჩევანი და შეიძინონ […]

“იუმორინა” დაბრუნდა

"იუმორინა" დაბრუნდა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, “იუმორინა” დიდი საკონცერტო დარბაზის სცენას დაუბრუნდა. მხოლოდ ერთი დღით, 27 დეკემბერს შოუბიზნეს ცენტრი “ლომისი” წარმოადგენს “იუმორინას” ახალ საკონცერტო პროგრამას. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქუჩის მუსიკოსები, პაროდიის თეატრი, ცნობილი იუმორისტები, მომღერლები და მსახიობები. ტრადიციულად “იუმორინას” სცენარის ავტორი და რეჟისორი ჯემალ ბაღაშვილია, მუსიკალური ხელმძღვანელი კი გია ბაღაშვილი. ჯემალ ბაღაშვილი ტრადიციას არც ამჯერად დაარღვევს და დიდ […]

ქართული ხელნაწერების ფოტოები კაიროში გამოიფინა

ქართული ხელნაწერების ფოტოები კაიროში გამოიფინა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, მამლუქ ამირ ალ–ტაზის ისტორიულ სასახლეში ქართული დამწერლობის ნიმუშების, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართული და არაბული ხელნაწერების ფოტო-გამოფენა გაიხსნა. ცენტრის ხელნაწერი კოლექციების გვერდით გამოიფინა ოთხი ახალგაზრდა კალიგრაფის დავით მაისურაძის, გიორგი სისაურის, ოთარ მჭედლიშვილისა და ალექსანდრე მამუკაშვილის კალიგრაფიული ნამუშევრები. პროექტის მიზანია ქართულ-ეგვიპტური ურთიერთობების განვითარება, ეგვიპელებისთვის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართული […]