მსახიობ ზურა ქაფიანიძის გული სიცოცხლის ბოლომდე სამშობლოსთვის ძგერდა და ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ მისთვის სამაგალითო ქვეყანა სწორედ საქართველო იყო:
“ჩემთვის სამაგალითო ქვეყანა? რა თქმა უნდა, საქართველოა! ჩვენი წინაპრების კანონებში ჩაიხედეთ, ჩვენ ხალხურ ზღაპრებში ჩაიხედეთ, რუსთაველში ჩაიხედეთ, ილიაში, ვაჟაში ჩაიხედეთ! აი, სამაგალითო ქვეყანა. სად ეძებთ კანონებს. აგერ, აქ არის, საქართველოში.
ძმებო, ქართველებო! ამერ-იმერის ქართველებო! ასეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს, ასეთი ლამაზი ტყე, ბუნება, ასეთი სამოთხე მოგვცა ღმერთმა და რას ვერჩით ჩვენ ერთმანეთს, რატომ ვწეწამთ ერთმანეთის გულებს…
დაუმორჩილებელი კაცი დავმორჩილდი მიმწუხრსა და სიბერეს… მაგრამ სამშობლოს ამბავში არც ვემორჩილები და არც დავემორჩილები არაფერს. სანამ ისე არ იქნება, როგორც მე მინდა ვნახო სამშობლო, მანამ არ დავიბერებ თავს ჩემი ქვეყნისთვის.”