30 აპრილი, 2024

“სამაიას” ულამაზესი ნახატი ბრიუსელში

ერთ-ერთი ულამაზესი ქართული ცეკვის “სამაიას” ორიგინალური ნახატი ბრიუსელში ქართველმა მხატვარმა გაგოშამ დახატა:

“ბრიუსელში, ამ ნახატის გაკეთების დროს, შორიახლოს ქალი გაჩერდა, ერთხანს მიყურა, მერე მობილური ამოიღო და ნომერი აკრიფა. ვთხოვე პოლიციაში თუ რეკავთ, გათიშეთ, ცუდს არაფერს ვაკეთებ, ჩემს ქვეყანაში რთული სიტუაციაა და ეს ნახატიც ამას უკავშირდებათქო. დაეჭვებულმა მკითხა, საიდან ხარო და სოციალური ქსელი გამომართვა.

დღეს შეტყობინება დამხვდა: “ერთი ქართველი პოეტის ფრანგულად ნათარგმნი ლექსი წავიკითხე, ერთ ქართულ ცეკვას ვუყურე, ორიც ფოლკლორი მოვისმინე, რამხელა კულტურა გქონიათ, თქვენი ხალხი მეტ პატივისცემას იმსახურებს ხელისუფლებისგან.”