28 აპრილი, 2024

გიორგი კეკელიძე ბზობაზე

მწერალი გიორგი კეკელიძე 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთზე – ბზობაზე – პატარა, მაგრამ ძალიან დამაფიქრებელ წერილს გვიზიარებს:

“დღეს ბზობაა. ადამიანებისთვის მანძილის შეხსენების დღე. მანძილის სიმოკლის – პალმის რტოების დაფენიდან ვიდრე ჯვარზე გაკვრამდე. თუმცა, როცა მართალი ხარ, მეორე გზა უფრო მოკლე გამოდის – ჯვარზე გაკვრიდან – აღდგომამდე.”