11 მარტი, 2024

მოუსმინეთ ნუცა ბუზალაძის ევროვიზიის სიმღერას

“ევროვიზია 2024”-ზე წელს საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს. ევროვიზიისთვის სიმღერა დაწერილია და მასზე ვიდეორგოლიც გადაღებულია.

სიმღერისა და ტექსტის ავტორები დარკო დიმიტროვი და ადა სატკა არიან, კლიპი კი ზაზა ორაშვილმა გადაიღო.

წლევანდელი “ევროვიზია” შვედეთის ქალაქ მალმოში მაისში ჩატარდება. ნუცა 9 მაისს მეორე ნახევარფინალში იმღერებს.