26 მარტი, 2024

გურამ დოჩანაშვილის სახალისო ისტორია

არაერთი უძვირფასესი ნაწარმოების ავტორის გურამ დოჩანაშვილის ცხოვრებაში მრავალი სახალისო ისტორია ყოფილა. “არტ ინფო” კი ერთ-ერთ მათგანს გიზიარებთ, რომელიც  მწერალს წიგნის მაღაზიაში შეემთხვა:

“ძალიან მერიდება ხოლმე ჩემი სახელისა და გვარის თქმა და ამოვღერღე, ამის წიგნი ხომ არ გაქვთ-მეთქი და უცებ არ მითხრა, იყო გათავდაო?! 2 სიტყვით გაათავა ყველაფერი. რომ ეთქვა “არა გვაქვს”, “ჯერ იქნებ არ მოსულა”, გავიდოდა 5-6- წამი. “იყო, გათავდას” რომ მლეწავენ ცხვირ-პირში, რაღა უნდა თქვა…

შემატყო, რომ მომეწყინა და კეთილი ადამიანი აღმოჩნდა ეს გამყიდველი, იმდენად კეთილი აღმოჩნდა, წყენა რომ შემატყო, გადაწყვიტა, გავემხნევებინე და მანუგეშა: “რას მოიწყინეთ, რომ მოიწყინეთ, მე წავიკითხე  ეგ წიგნი და   სისულელეა თვიდან ბოლომდეო.”

თავიდან ბოლომდე მაინც არ ეთქვა… ყველა გზა გადამიჭრა… წამოვედი ორმაგად კი არა 17-მაგად გაბითურებული, 2-მაგად გაბითურებას რა უჭირს…”