10 თებერვალი, 2024

ზაზა კოლელიშვილი სოსო ჯაჭვლიანზე

მსახიობი ზაზა კოლელიშვილი კოლეგაზე სოსო ჯაჭვლიანზე საუბრისას იმ ეპიზოდს იხსენებს, როცა მათი გმირები ფილმიდან “ნატვრის ხე” მარიტას გამო ჩხუბობენ:

“თენგიზ აბულაძის ფილმში “ნატვრის ხე” ჩვენი გმირების – შეთეს და გედიას ჩხუბის დროს სოსოს არტყამენ თავში ქვას. ქვები პენოპლასტისგან იყო დამზადებული და შერეული იყო ნამდვილ ქვებში. ბატონი შოთა სხირტლაძე მორბის, სოსოს ქვა უნდა დაარტყას, რომ გედიას გული წაუვიდეს. ერთ-ერთ დუბლში, ისე ვიყავით  გახურებულები, ბატონ შოთას შეეშალა და სოსოს ნამდვილი ქვა ჩაარტყა თავში და თან ისე, რომ მართლა გაითიშა… მეც ყურების უკან სულ სისხლჩაქცევები მქონდა, ჩხუბის კარდების გადაღებისას ყურებით ვეჭირე სოსოს და თავს ისე მარტყმევინებდა. მოიფიქრეს და მიწის ქვეშ ე.წ. გუბკა ჩადეს, თორემ ცხვირ-პირიც კარგად ჩამიწითლდებოდა…”