სასიამოვნო სიურპრიზი ნიკოლოზ რაჭველს

მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეს:

“მეხსიერების ბარათის” ერთ-ერთი კონცერტის მსვლელობისას, ფილარმონიის დაცვას გაუსხლტა და მოულოდნელად სცენაზე ამოვიდა ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც როიალთან მყოფს მომიახლოვდა და ათრთოლებულმა მითხრა, რომ შთაბეჭდილებისა და ემოციისგან თავი ვერ შეიკავა და რომ საკუთარი შვილივით ვუყვარვარ…

მე დავიბენი, შემეშინდა, რომ ორკესტრის დაკვრას საფრთხე არ შექმნოდა და ლაკონურად გამოვხატე მადლიერება, არადა სინამდვილეში ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე გულის ამაჩუყებელი და დაუვიწყარი წუთები სცენაზე.

დიდი მადლობა ყველას, ვისაც ასეთი გულთბილი, კეთილი და სიყვარულით სავსე დამოკიდებულება აქვს ჩემსა და ჩემი საქმის მიმართ!”