12 თებერვალი, 2024

რამაზ ჩხიკვაძის უნიკალური ვიდეო

გამორჩეულად ნიჭიერი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის მრავალფეროვან და უზომოდ საინტერესო შემოქმედებაში სპექტაკლი “რიჩარდ III” სრულიად უნიკალურია.

რობერტ სტურუას მიერ დადგმული სპექტაკლის პრემიერიდან 45 წელი გავიდა.

“რუსთაველის თეატრი მხოლოდ თორმეტ სპექტაკლს ითამაშებს და ვისაც ეს წარმოდგენა არ უნახავს ედინბურგში, უნდა იჩქაროს, რომ იხილოს მსოფლიოს ერთ-ერთი შესანიშნავი დასი.

სპექტაკლი კიდევ უფრო უკეთესია, ვიდრე ედინბურგში იყო, რობერტ სტურუას “რიჩარდ მესამე”… წარმოდგენილია გასაოცარ ექსპრესიონისტულ ფარსად.., როგორც ჩანს, დასი გაცილებით შინაურულად გრძნობს თავს “რაუნდ ჰაუზის” მოედანზე…

რამაზ ჩხიკვაძე ეს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია, კავკასიელი ოლივიეა,” – ჯონ ბარბერი, “ტაიმსი”.