28 თებერვალი, 2024

ნოდარ მგალობლიშვილის საოცარი ისტორია

თეატრისა და კინოს უნიჭიერესი მსახიობის ნოდარ მგალობლიშვილის ცხოვრებაში განსაკუთრებული და საპატიო ადგილი ძაღლებს ეკავათ.

“არტ ინფო” გიზიარებთ ფოტო-ნოველას მსახიობისა და მისი მეგობრის უსინათლო ძაღლის – გორდას შესახებ.

ნოდარ მგალობლიშვილის მეუღლის, ნინო ჩხიკვიშვილის თქმით, გორდას დაკარგვის შემდეგ მასთან გადაღებული ფოტოების დაბეჭდვა ითხოვა და მერე ეს წარწერები გაუკეთა. სიცოცხლის ბოლომდე ეს ფოტოები მის ოთახში იყო და ხშირად ელაპარაკებოდა დაკარგულ მეგობარს.