ნანა ცინცაძე – საოცარი პოეტი – არაჩვეულებრივი შემოქმედების პატრონი – მკითხველთა არმიას კიდევ ერთ ლექსს უზიარებს:
“შური
მეც არ მინდა დაიდო ჩემს დარდებში ბუდე,
შენ ლარივით გზები გაქვს, მე ცხოვრება მრუდე.
შენ მაგალითს იძლევი ქალობის და დედის,
მე მადლობა შემოქმედს ბოჰემური ბედის.
შენ სასწორი გიჭირავს გრამს არ აკლდეს გრამი,
მე თემიდას მივართვი ჩემებური ქრთამი.
შენ რომ ასჯერ ზომავ და მერე ერთხელ გაჭრი,
მე სამოსი მაცვია დაფლეთილი ნაჭრის.
დარიგებებს იძლევი მოწოდებით დედა,
მე იებზე ვიბნევი, ოცნებასავ ვბედავ.
შენ სასწორი გიჭირავს გრამს არ აკლდეს გრამი,
მე თემიდას მივართვი ჩემებური ქრთამი.
მეც არ მინდა დაიდო ჩემს დარდებში ბუდე
შემოქმედმა დამლოცა, გზა მაჩუქა მრუდე.”