ლეგენდარული მოცეკვავისა და ქორეორგაფის ილიკო სუხიშვილისა და მისი შვილის თენგიზის მხიარული ამბავი ოპერის მომღერალმა გია ონიანმა გაიხსენა:
“ილიკო და ახალგაზრდა თენგიზ სუხიშვილები ტელევიზორში კრივს უყურებენ და კომენტატორმა თქვა: გამარჯვებულმა ამდენი ათასი დოლარი გამოიმუშავაო..
ილიკომ გახედა თენგიზს :
– ა, კაცი, ჩხუბობს და ფულს აკეთებს. შენ რამდენჯერაც ხელი გაიქნიე, იქეთ გადავიხადე ათასებიო…”