6 თებერვალი, 2024

გიორგი კეკელიძის საყურადღებო წერილი

მწერალი გიორგი კეკელიძე თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან საყურადღებო წერილს გვიზიარებს:

“პატივს ვცემ ყველა კვალიფიციურ მოსაზრებას, მაგრამ ჩემი აზრით, ,,შუშანიკის წამება” უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, რადგან პირველადვე – ლიტერატურა არის სტილი და მის მიღმა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა განზრახულობით იწერება იგი, ემიჯნება თუ არა გამონაგონობას და სხვა. შუშანიკის წამების ლიტერატურული სტილი არის მაღალი. თუ ლიტერატურა, განსაკუთრებით პროზა უნდა აჩენდეს კითხვებს, იძლეოდეს ინტერპრეტაციის და დისკუსიის შესაძლებლობას – მანდაც შესანიშნავი საშუალებებია ამ ტექსტში. ცხადია, შესწავლის ასაკი და სწავლების ფორმა გაუგებარი და შესაცვლელია. გაუგებარია ზეპირობის ვალდებულებაც, მით უფრო ამის ნიშნებში ასახვა – მიუხედავად იმისა, რომ მე სუბიექტურად მომწონს დაზუთხვის ვარჯიში.

ლიტერატურისთვის და მისი ისტორიისთვისაც ეს ნაწარმოები ხაზგასმით მნიშვნელოვანი მგონია.”