გიორგი გიგაშვილისა და ლიზა ბათიაშვილის ბრწყინვალე შესრულება

პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა და მევიოლინე ლიზა ბათიაშვილმა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გია ყანჩელის მუსიკა დაუკრეს.

მათ არჩევანი გენიალური შემოქმედის კინოსუმიკაზე შეაჩერეს და დარბაზში შეკრებილი მსმენელისთვის ლანა ღოღობერიძის ფილმისთვის “როცა აყვავდა ნუში” შექმნილი კომპოზიცია შეასრულეს.