არაჩვეულებრივი წერილი ლევან თედიაშვილზე

მსახიობსა და სპორტსმენზე ლევან თედიაშვილზე ძალიან კარგი წერილი გაგვიზიარა რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა:

“უდიდესი კაცი წავიდა…
ლეგენდარული ლევან თედიაშვილი!
გარდა იმისა, რომ 4-გზის მსოფლიო და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია, ჩემი აზრით, 100-გზის ჩემპიონია კაცობაში და ადამიანობაში!
მარტო ის რად ღირს, ირანში რომ მოიგო ფინალი, ჯილდოებზე და პრიზებზე უარი თქვა და შაჰს ერთი მოჭიდავის ციხიდან გამოშვება სთხოვა, რომელსაც 35 წელი ჰქონდა მისჯილი…

19 წლის ბიჭი, ვახო რომ ომში წავიდა, გაყვა…
სად მოდიხარო? რომ ჰკითხა შვილმა, შენზე ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარებიო… ვერ ქნა, ხელებში ჩააკვდა…
ამ ტკივილით იცხოვრა…
საერთოდ ბევრი ტკივილით იცხოვრა ადამიანმა, რომელსაც მთელი ქვეყნისთვის გაუთავებელი სიხარული მოჰქონდა… ასეთია ბედი და ფასი საქართველოში დიდად ყოფნის!

ლევან თედიაშვილს გაუმარჯოს!”