16 თებერვალი, 2024

აკა მორჩილაძე ნობელის პრემიაზე

მწერალი აკა მორჩილაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად არის წარდგენილი.

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე – გიორგი ახვლედიანია წარდგენილი.