2 იანვარი, 2024

უზუსტესი წინასწარმეტყველება ნანა ფაჩუაშვილისთვის

თეატრისა და კინოს მსახიობის ნანა ფაჩუაშვილისთვის ათეული წლების წინ ბაქოელი მკითხავის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა უზუსტესი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა:

“მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც დავქორწინდი არაჩვეულებრივ თამაზ აფხაიძეზე. აზერბაიჯანელი რეჟისორის რჩეული გავხდი და მიმიწვია გადაღებაზე. მე და ჩემი ქმარი წავედით ბაქოში, სადაც მას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. დავრჩი ორსული. მარჩიელი ქალი იყო იქ, მაინტერესებდა ვინ მეყოლებოდა, მაშინ არც ექოსკოპია იყო და არაფერი. მივედი ამ ქალთან. მითხრეს, შავები გაიხადე, რომ არ მიხვდეს, რომ ქვრივი ხარო. ფერადი მოსასხამით ვითომ ხალისიანი შევედი. დამხვდა ადამიანი-კუნძი. კიდურები არ ჰქონდა, 2 ასისტენტი ჰყავდა, გრძელი ჯოხი ეჭირა, ერთმა კარტი გაუშალა, მეორეს ყავა ჰქონდა მომზადებული. ძალიან უცნაური გარეგნობა ჰქონდა, როგორც კი შემომხედა, დიდხანს ფიქრობდა… ყავის ასისტენტი გაუშვა, დიდხანს მიყურა და მითხრა, შენს საქმეში იქნები წარმატებული, შენ ხარ ფეხმძიმე და ბიჭი გეყოლება, მაგრამ თქვენ ორივე არ იქნებით ბედნიერებიო. ნუ შეგეშინდება, შენ ყველაფერს გაუძლებო, მითხრა.

ჩემთვის მთავარი იყო ეთქვა, რომ ბიჭი გეყოლებაო. ვეღარ გავჩერდი, ბოდიში მოვუხადე და წამოვედი. სათქმელი მითხრა, შემაშინა, გაგრძელება აქვს ამას დღემდე. მისი წინასწარმეტყველება ზუსტად ამიხდა.”