უნიჭიერესი ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ, მესამე სეზონშიც მიიწვიეს.
სპორტსმენების – მორაგბე ჯორდან ქონროისა და ფეხბურთელ პოლ ბროგანის შემდეგ, სალომეს მეწყვილე მომღერალი დევიდ ვილანია.
მათ პირველ საკონკურსო ტურში ცეკვა ტანგო შეასრულეს და ჟიურისგან 30-დან 23 ქულა დაიმსახურეს.