ნეაპოლში იტალიურმა ანსამბლმა “Anticoro” კონცერტი გამართა და მეგრული სიმღერა “მარებელი” შეასრულა.
ანსამბლის ხელმძღვანელი ნეაპოლელი ლელო ფერაროა – გიტარისტი, მომღერალი, კომპოზიტორი, მთხრობელი და მუსიკოსი, ჯულიო ცეზარე კორტეზეს ნაწარმოებების შესანიშნავი მცოდნე, მუსიკის ნამდვილი ოსტატი.
ანსამბლი ქართული ფოლკლორის დიდი თაყვანისმცემელია და სხვა სიმღერების შესწავლასაც აპირებს.