თეატრისა და კინოს შესანიშნავ მსახიობს გოგი გეგეჭკორს 10 მცნება ჰქონდა, რომელსაც “თეატრში ყოფნის 10 მცნება” უწოდა:
თეატრის გარეშე არ არსებობს შენი ცხოვრება: “გიყვარდეს ხელოვნება შენში და არა შენი თავი ხელოვნებაში.” შენ – მსახიობი, რეჟისორი, მხატვარი თეატრში ატარებ სიცოცხლის ნახევარზე მეტს, გახსოვდეს, რომ თეატრი წმიდათა წმიდაა, შემოქმედებითი ტაძარი და თეატრის შენობაში შემოსვლისთანავე დაიცავი სავალდებულო წესი:
- არ შემოიტანო ქუჩა; დაივიწყე ყველაფერი, რაც არ არის დაკავშირებული თეატრთან;
- არ შემოხვიდე ზედა ტანსაცმლით;
- ილაპარაკე ხმადაბლა;
- არ ილაზღანდარო;
- არ იჭორაო;
- არ იწანწალო უსაქმოდ;
- არ შემოიყვანო უცხო თეატრში;
- იყავი ზრდილობიანი უფროსისადმი და ყურადღებიანი უმცროსისადმი;
- არ შემოხვიდე თეატრში ნასვამი;
- დაიცავი წესი და მოსთხოვე სხვასაც.”