18 იანვარი, 2024

გოგი დოლიძის უტკბილესი სიმღერა

განუმეორებელი მომღერლის გოგი დოლიძის ნებისმიერი შესრულება ფენომენალურია.

“არტ ინფო” გიზიარებთ ვიდეოს, სადაც მომღერალი კომპოზიტორ მაცაცო სებისკვერაძის მიერ შექმნილ სიმღერას “მზითა და მთვარით ამავსებს” ასრულებს. სიმღერა ჯანსუღ კახიძის არაჩვეულებრივ ლექსზეა დაწერილი. გოგი დოლიძეს მუსიკალურ აკომპანიმენტს თამრიკო ჭოხონელიძე უწევს, ვიდეორგოლში კი მასთან ერთად მსახიობები საშკა იოსელიანი და ქეთი აბულაძე მონაწილეობენ.