13 დეკემბერი, 2023

უმნიშვნელოვანესი გაფრთხილება მორის ფოცხიშვილისგან

პოეტი მორის ფოცხიშვილი ჯერ კიდევ წლების წინ გვაფრთხილებდა, რომ აუცილებლად უნდა ვუფთხილდეთ წყალობას:

წყალობა

“საკენკი დაუყარეს
დასაკლავ ქათმებს,
ქათმებმა უმალ
სიფხიზლე დათმეს.
ისე გათამამდა
უბრალოდ ერთი,
პატრონი მიიღო
მოწყალე ღმერთად
და ისე დაიკლა
მადლობაც ვერ თქვა.
მგზავრო უფრთხილდი
წყალობას დიადს,
რადგან მას მაინც
საკენკი ჰქვია!”