რეზო ინანიშვილის უზუსტესი წინასწარმეტყველება

პატარა, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ საოცრად დიდი სიღრმის მატარებელი მოთხრობების ავტორის რეზო ინანიშვილის წინასწარვეტყველება ზუსტად ახდა:

“არაფერია იმაზე კარგი მიცვალებულისათვის, ორიოდე კაცმა მიაცილოს სასაფლაოს მყუდრო კუთხეში, რაღაც წაიპუტუნოს თავისთვის სამოსგაქუცულმა მღვდელმა, ჩაუშვან მიცვალებული მიწაში, იქვე წაუქციონ თითო ჭიქა და წავიდნენ საქმემორჩენილები თავთავიანთი გზით. ცოტა ხანში შემხმარმა ფოთლებმა დაფარონ საფლავის ბორცვი…”

რეზო ინანიშვილი 1991 წლის 26 დეკემბერს ჩუმად წავიდა. მისი დაკრძალვის დღეს – 31 დეკემბერს დიდუბის პანთეონამდე რამდენინე ადამიანა მიაცილა – რეზო ინანიშვილი არავის ახსოვდა, რადგან თბილისში ომი იყო – რუსთაველის გამზირზე ისროდნენ…