გამოჯანმრთელება ვუსურვოთ თემურ ჩალაბაშვილს

პოეტ თემურ ჩალაბაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. არაერთი ცნობილი ლექსის ავტორის ამბავი ნუნუკა გრძელიშვილმა გაგვიზიარა:

“გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბატონ თემურს, არასოდეს ჩამოსვლოდეს მის სულს ცრემლები და თავისი უკვდავი ლექსებით კვლავ გაეხარებინოს, მისი პოეზიის მოყვარულები.

პარადოქსი
საიდღაც მივექანები
და აღარ ვიცი, რა მომდის…
სულს, როგორც უფლის საჩუქარს,
ცხარე ცრემლები ჩამოსდის…
. . .
ისეთი გული რად გინდა,
გქონდეს და არა გტკიოდეს,
ისეთი თვალნიც დავსილან,
ცრემლი არ ჩამოსდიოდეთ.
ისეთი ხმალი რად გინდა,
მტერთან შეყრა არ შიოდეს,
ისეთი შვილი რად გინდა,
სამშობლო არა სტკიოდეს.
ისეთი ცხენი რად გინდა,
ლაშქარში არა ხვიოდეს,
ისეთი მეფე რად გინდა,
მხედართ არ მიუყიოდეს.
ისეთი მიწა რად გინდა,
სხვის ხელში გადადიოდეს.
ამას სჯობია, ქართველი
სამზეოს არ დადიოდეს.
თემურ ჩალაბაშვილი”