10 დეკემბერი, 2023

დაუჯერეთ ვაჟა ფშაველას

გენიოსი ვაჟა ფშაველას – ლუკა რაზიკაშვილის თითოეული სიტყვა უძირფასესი და უმნიშვნელოვანესია. მისი შემოქმედება იმდენად თანამედროვეა, რომ გგონია ახლა – შენს გვერდით ცხოვრობს და დღევანდელობაზე წერს:

“ვის გინახიათ ეშმაკი, ორი რქით უკან კუდითა,
ცეცხლის მფრქვეველი თვალებით და სისხლიანი შუბითა
ის ვინც ქვესკნელში კუპრს ხარშავს, ჭინკების თანდასწრებითა,
ვინცა უმზადებს ჯოჯოხეთს მკვდარსა, ცოდვილსა სულითა
არა ჰკლა, არა იმრუშო ,არ მოიპარო იცოდე ,
არც ცილი სწამო მოჰყვასსა, მხოლოდ სიკეთით იღწვოდე
ნუ დაიმძიმებ შენს სულსა, სხვას ნუ უმწარებ სიცოცხლეს ,
თორემ ეშაკთან ჯოჯოხეთს, მდუღარე კუპრში იწვოდე
ამას გვასწავლის წიგნია, რომელსაც ჰქვია ბიბლია,
საუკუნეთა მანძილზე არ მოჰკლებია ხიბლია
გვასწავლის, მაგრამ თუ ვსწავლობთ, ასედ ვიქცევით ხალხია?
რომ გადავხედოთ მსოფლიოს ომის კერები ანთია,
კაცის კვლა, ქალის გოდება არცა მრუშობა აკლია,
შური და გაუტანლობა ყოველ ნაბიჯზე გვახლია…
ლამაზ სიზმარსა სულ მუდამ გამოღვიძება ახლია!”