28 დეკემბერი, 2023

ანრი ჯოხაძის გენიალური ვიდეო

მომღერალი ანრი ჯოხაძე თვის ერთგულ მსმენელს სასიამოვნო სიურპრიზებით ყოველთვის ანებივრებს, თუმცა ვიდეო, რომელიც მან საზოგადოებას წარუდგინა, ყველაზე განსაკუთრებულია.

“დაბრუნდი” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც მომღერალმა პატიმარ მამას მიუძღვნა. ანრი არ მალავს, რომ მამამ ციხეში საკმაოდ დიდი დრო – 11 წელი გაატარა. როცა დაიჭირეს, მომღერალი 1 წლის იყო, მისი და- 4 წლის, ხოლო მისი ძმა – 40 დღის.

ანრიმ სიმღერაზე ემოციური ვიდეორგოლი გადაიღო და მასში ნანკა კალატოზიშვილი, გიორგი ყიფშიძე და კახი კავსაძე მონაწილეობენ. ეს კლიპი კახი კავსაძისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.