ტარიელ ხარხელაური მთავარი სათქმელით

გამორჩეული ლექსების ავტორი ტარიელ ხარხელაური სათქმელს ყოველთვის თავისი შემოქმედებით ამბობს:

“ერთი ეპოქა დასრულდა შეშლის,
დასრულდა ჟამი დიდი სიყრუვის,
და მე ვხარხარებ სამყაროს მტვერში
ყველა მტვერთაგან გამორიყული.
ჩაქრა ყველა მზე, რომელიც მწვავდა,
მწვავდა და ძარღვებს სისხლი სდიოდა,
და სხვა არავინ ახლოს – ჩემ გარდა
არავინ ჰგოდებს ცათა ღიობთან.
არავინ არ ჩანს, რომ ამ დაფერფლილ
მზეების მტვერით სული გაჰბანოს,
ვიგლეჯ სახიდან ნიღბებს დაფლეთილთ
და, დიდ სცენაზე ვიწვევ ს ა მ ყ ა რ ო ს….”