12 ნოემბერი, 2023

ეკა ჩავლეიშვილის უდიდესი წარმატება

მსახიობ ეკა ჩავლეიშვილის შემოქმედებით ცხოვრებაში სასიხარულო დღეებია. იგი მთავარ – ეთეროს როლს ასრულებს რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმში “შაშვი, შაშვი მაყვალი”. ფილმი რეჟისორმა თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღო.

სწორედ ეთეროს როლის  საუკეთესოდ შესრულებისთვის ეკა ჩავლეიშვილი არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესოდ აღიარეს და დააჯილდოვეს. სარაევოს კინოფესტივალზე მან საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა.  კოტბუსისა და ბელფასტის საერთაშორისო კინოფესტივალებზე ეთეროს როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდოები გადაეცა.

ეკა ჩავლეიშვილი მსახიობი ქალის კატეგორიაში ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტადაც დასახელდა. გამარჯვებულების გამოვლენა და მათი საზეიმო დაჯილდოება 9 დეკემბერს გაიმართება.