უნიჭიერესი მომღერლის ალექსანდრე ზაზარაშვილის წარმატებები უკვე დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა. მომღერალი მიღწეულით არ კმაყოფილდება და სურს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს მის შესახებ.
ალექსანდრემ ნიუ-იორკში კონცერტი გამართა, სადაც საკუთარი სიმღერები შეასრულა და ალბომის პრეზენტაციაც მოაწყო.
რა თქმა უნდა, კონცერტს სამშობლოსადმი მიძღვნილი სიმღერის გარეშე არ ჩაუვლია – სამშობლო ერთადერთია! საქართველო ერთადერთია!