გენიალური ვაჟა ფშაველას უძვირფასესი სიტყვები დროთა განმავლობაში სულ უფრო ღირებული და აქტუალური ხდება:
„ნუ ეძებთ იქ თავისუფლებას, სადაც ცხოვრებას ისევ საფუძვლად წოდებრივი განსხვავება აქვს დადებული, სადაც ყველას განურჩევლად წოდებისა და გვარიშვილობისა არ ეძლევა საშუალება პატიოსანი შრომით მოიპოვოს პური არსობისა, საცა შრომა ღირსეულად არ ფასდება, საცა არ არის თანასწორად განაწილებული ცოდნა, ქონება.”