27 ოქტომბერი, 2023

“პა-სეანსის” ლეგენდარული ვიდეო

– მოგესალმებით! ეთერშია მუსიკალურ, გასართობი, საინფორმაციო, აუდიო, ვიდეო, ვიზუალურ, შემეცნებით, შემოქმედებით, სუვერენულ, ეროვნულ, ექსპერიმენტალური   ტელეკომპანია “პა-სეანსი” დემოკრატიულ საწყისებზე, – ასე იწყებოდა 90-იანი წლების ერთადერთი იუმორისტული გადაცემა.

“პა-სეანსის” ათასობით ვიდეოდან მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა  “მერვეკლასელო”, რომელსაც “არტ ინფო” გიზიარებთ.