მომღერლების მაია ჯაბუასა და თემურ თათარაშვილის მოსმენა ერთი დიდი სიამოვნებაა, მათი დუეტში ხილვა კი – განსაკუთრებული საჩუქარი.
ნატო გელაშვილმა მის სავიზიტო ბარათად ქცეული სიმღერა “ისევ ღამე, ისევ თოვა” სწორედ მაია ჯაბუასა და თემურ თათარაშვილს ამღერა:
“ამ სიმღერით შემოვაბიჯე დედაქალაქში და ვფიქრობ, ამ სიმღერის გარეშე ვერ ჩაივლის 28 ოქტომბერი…
საოცარი საღამო გელოდებათ ჩემს ერთგულ მსმენელს.”