ინგა ფერაძის უკანასკნელი ვიდეო

მომღერალი ინგა ფერაძე ბრიუსელში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სურვილი, სამშობლოში ჩამოსულიყო, სამწუხაროდ, ვერ ასრულდა.  მისი მეგობარი, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე საქართველოს მთავრობას გარდაცვლილი მომღერლის სამშობლოში ჩამოსვენებას სთხოვს:

“ინგა ფერაძის ბოლო სიმღერაა აქ – “ო,რა სევდიანი ჩავალ სამარეში, თუ არ ჩამატანეთ იასამანი…”

ბოლო სიმღერა და უკანასკნელი სურვილი – არ დაივიწყონ თბილისელებმა, არ დაივიწყოს საქართველომ!

ცოცხალი ვერ ეღირსა, სამწუხაროდ, თავის სამშობლოში ჩამოსვლას და იქნებ ის მაინც ავუსრულოთ, რომ მშობლიურ მიწაზე დაიკრძალოს.

ინგა ფერაძის უკანასკნელი თხოვნაა ეს, რაც ოჯახს და მეგობრებს დაგვიბარა!

იქნებ დაგვეხმაროს ხელისუფლება და საელჩო,  იქნებ შესაძლებელი გახდეს ინგას გადმოსვენება და სამშობლოში დაკრძალვა! მოგმართავთ ყველას – დაგვეხმარეთ!სიკვდილის შემდეგ მაინც ავუსრულოთ უკანასკნელი ანდერძი ადამიანს, რომელსაც არასდროს არავინ შეუწუხებია და, პირიქით, თავისი კეთილი გულით და უსაზღვრო ნიჭიერებით ყველას ახარებდა ყოველთვის!

გთხოვთ, სულ რამდენიმე დღე გვაქვს, სანამ ბელგიაში დაიკრძალება.”