12 ოქტომბერი, 2023

იაკობ გოგებაშვილის ძვირფასი წერილი

“დედა ენის” ავტორმა იაკობ გოგებაშვილმა ერთ-ერთი წერილით ადამიანებს ნათლად დაგვანახა, როგორ უნდა ვიცნოთ ნამდვილი ადამიანი:

“როგორც თქვენი ახალ ამბებიდან სჩანს, ზოგიერთ ქართველს მოუწადინია გამიმართონ საიუბილეო სადილი. დიდ მადლობას მოვახსენებ და ვთხოვ დიდი თხოვნით ხელი აიღონ ამ თავისს წადილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სადილი უჩემოდ ჩაივლის. ჯერ ქართველმა საზოგადოებამ უნდა გადაიხადოს ის დიდი ვალი, რომელიც მას აწევს კისერზე შესახებ ჩვენის მთავარ-მოღვაწეებისა, რომელთაც ჩემზე უფრო დიდხანს უმოქმედნიათ და ჩემზე უზომოდ მეტი გაუკეთებიათ. ჯერ იალბუზსა და მყინვარს ღირსეული იუბილეები გაუმართონ, და მემრე გაუწიონ თავაზიანობა სერებსაც, თუ არ დაუშლიათ.”