30 სექტემბერი, 2023

ვახტანგ ჯავახაძის შედევრი

პოეტი ვახტანგ ჯავახაძე არაერთი დიდებული ლექსის ავტორია. მისი “ყელსამაბი” შედევრად არის მიჩრეული, თუმცა “პატარა ტრაგედია” არანაკლები შედევრია:

“მწვანე (არა, ხაკისფერი) ტოტი (არა, ტოტემი)
იდო (ეწყო, როგორც კერპი (არა, როგორც ტოტემი).
შემობრძანდა (შემოიჭრა) ბაღში (ტრაგედიაში)
ქალი (არა, დედაკაცი, უფრო ზუსტად – დიაცი).
დაინახა (არა ცა და არა ხე და არა ჭა) –
შარა (არა), ძარა (არა), ფარა (არა) – ფარაჯა!
შეხვდა (არა, შეეგება) თანამოიარაღე
(არა, თანამოზიარე) – მამაკაცი (არა ხე).
ვერ შენიშნა ყელსაბამი (მძძივი) გიშირს (ალმასის),
შემინდეო შეცოდება (არ შეუნდო მან მას ის).
გამობრუნდა, აკანკალდა (აცახცახდა) თანდათან
და სახლისკენ წალასლასდა (წა-წა-ვი-ვი-და-და-და).
ეცვა (არა, გაიხადა) ფარჩა (არა, ტილო) და
ბაღში (სახლში) კაცი (ქალი) იცინოდა (ტიროდა).”