28 სექტემბერი, 2023

სიყვარულის საუკეთესო განმარტება ნათია ფანჯიკიძისგან

სიყვარულს ყველა ადამიანი თავისებურად განმარტავს. ზოგისთვის სიყვარული დაავადებაა, რასაც არ ეთანხმება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე. მისთვის სიყვარული არის:

“სიყვარული არავითარ შემთხვევაში არ არის დაავადება, იმიტომ რომ ეს მიზანია.

სიყვარული ეს არის ყველაფერი, რასაც ჩვენ ღმერთს ვეძახით. მარტო სიყვარული აკავშირებს, მარტო სიყვარული ახარებს, შესაბამისად, სიყვარული დაავადება არ არის. დაავადება ხელს გვიშლის სრულყოფილად რომ გვიყვარდეს,  დაავადებაა ის სიცარიელე, ის უნიჭობა, რასაც მე ვეძახი ბოროტებას, რასაც მე ვეძახი უუნარობას.

რამდენიც შეგვიძლია  დავიტიოთ, იმდენად ვართ ადამიანები, იმის იქით ის ნაკლოვანი მხარეებია, რომელიც ჯერ ვერ ამოვავსეთ, მაგრამ, ამისკენ მივდივართ – რაღაც აბსოლუტურისკენ, ბევრი გვიკლია, მაგრამ რასაც ვახერხებთ და სიყვარულის და სიკეთის შხეფებს ვისვრით, ესეც მაგარია.”