6 სექტემბერი, 2023

საუკეთესო ამბავი თათია კობალაძისგან 

არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და მონაწილე თათია კობალაძე საუკეთესო ამბავს გვიზიარებს:

“მოვიდა დრო, გაგანდოთ კიდევ ერთი სიახლე !  მეორე უმაგრეს ამბავსაც მალე გაიგებთ!

საერთაშორისო საავტორო სიმღერების კონკურსი, სადაც ჟიურის წევრები მსოფლიო ვარსკვლავები არიან! ჯენიფერ ჰადსონი, მერაია ქერი და კიდევ უამრავი, უამრავი ლეგენდარული ადამიანი!

ხმის მიცემა არ არის საჭირო. ჟიურის წევრები თვითონ შეარჩევენ ნახევარფინალისტებს და შემდეგ უკვე ფინალისტებს !
ჩემი სიმღერა “MY LOVE” – “ჩემი სიყვარული” მსოფლიო ვარსკვლავებმა უკვე შეარჩიეს და ეხლა ვიბრძვი ნახევარფინალისთვის!

პრიზი არის 25,000$. მოგების შემთხვევაში თანხას გადავანაწილებ ჩემს ქვეყანაში იმ ბავშვებზე, ვისაც შია! არ ვიცი რამდენად ვამყოფინებ ყველას, მაგრამ გული მეწვის, როცა ვხედავ ბავშვების აცრემლებულ თვალებს მხოლოდ იმიტომ, რომ საკვები არა აქვთ!”