11 სექტემბერი, 2023

გახსოვთ თამაზ ტოგონიძე ფილმიდან “ცისკარა”?

მიუხედავად იმისა, რომ თამაზ ტოგონიძე პროფესიით მსახიობი არ იყო და მხოლოდ ერთადერთ ფილმში “ცისკარა” მოასწრო თამაში, მაყურებელს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.

რეჟისორმა სერგო ჭელიძემ ქართული ზღაპრების მიხედვით 1955 წელს გადაიღო მხატვრული ფილმი და მთავარ როლზე სიმპათიური და მომხიბვლელი თამაზ ტოგონიძე დააკავა. ფილმისთვის არაჩვეულებრივი მუსიკა გენიალურმა რეზო ლაღიძემ დაწერა.

თამაზ ტოგონიძე პროფესიით გეოლოგი გახლდათ და კალათბურთსაც არაჩვეულებრივად თამაშობდა. მეტსახელად ტოგრიკას ეძახდნენ და გოგონებს მის დანახვაზე გულები უჩქარდებოდათ.

მისი გარდაცვალება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა – თამაზ ტოგონიძე 34 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.