18 სექტემბერი, 2023

ბავშვების საოცარი წერილები ღმერთს

ყველაზე გულწრფელ და ალალ წერილებს ბავშვები წერენ.

მათ მიერ ღმერთისთვის მიწერილი წერილები პოეტმა ლაშა მარგიანმა გაგვიზიარა:

“ძალიან საინტერესოა,
რომელს გამოარჩევდით?

ბავშვების მიერ ღმერთისადმი მიწერილი წერილები:

1. ,,გამარჯობა ღმერთო, როგორ ხარ? რას შვრები? ჯანმრთელობა ხხომ არ გაწუხებს?”
2.,,შენ თუ სამყაროს დასასრულს მოაწყობ, ვინ ილოცებს შენთვის?”
3.,,საიდუმლოდ გეტყვი, როდესაც ვხედავ მარტოხელა ქალს, მე შენს მაგივრად მრცხვენია.”
4.,,სად მიდის დრო? ჭაღარაში?”
5.,,ადამიანები ისე იტანჯებიან დედამიწაზე, ნუთუ შენს ჯოჯოხეთში უარესია?”
6.,,მე შენ, რა თქმა უნდა, მიყვარხარ, მაგრამ დედა და მამა უფრო,,ხომ არაუშავს?”
7.“შეიძლება მე რომ არ მოკვდე?”
8,,აი, ეკლესიაში სანთლებს რომ ყიდიან, შენი ბიზნესია?”
9.,,შენ ბიბლიაში ჯერ რომ თავიდან იყო სიტყვა. რომელი?”
10.,,ესე იგი თუ სწორად გავიგე ევოლუცია, შენ ჯერ შექმენი ადამი და ევა და შემდეგ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან ხო?”
11.,,ღმერთო, თუ უფლებას მივცემ ჩემი სნიკერსი ჩაკბიჩოს – ეს სიყვარულია?”
12.,,რისთვის ვბერდებით?”
13.,,შენ ბედნიერი ხარ?”
14.,,რატომ ჩუქნი შენ ცხოვრებას, ხოლო მისი წართმევა ყველას შეუძლია?”
15.,,რა უნდა გავუკეთოთ ცხოველებს, რომ ჩვენთან ერთად მოხვდნენ სამოთხეში?”
16.,,შენ ადამიანი შენი მსგავსი შექმენი, და უცხოპლანეტელი?”
17.,,ისე არ მოგსვლია? ვიღაც გესიმპათიურება, ის კი შენსკენ არც კი იყურება.”
18.“როდესაც გიყვარს, რატომ მოგწონს ყველაფერი, ერბოკვერცხიც კი?”
19.,,მე ძალიან გარცხვენ?”
20.,,შეიძლება ხანდახან დამესიზმრო?”
21.,,მიეცი ჯანმრთელობა, ბედნიერება დედას, ბებიას, ბიძიას, ბარის, ალექსანდრეს და ჩემს სხვა მამებს.”
22.,,გააქრე ჩემი ცოდვები.”
23.,,მოდი შევხვდეთ სიკვდილამდე.”
24.“ნუ ბრაზდებით ადამიანებზე.”
25.,,ღმერთო, პირველად რომ გნახავ, არაფერს არ გთხოვ. შენ იფიქრებ – რა მორცხვი ბიჭია…და მერსედესს მაჩუქებ.”
26.,,გამოგვიგზავნე დედამიწაზე შენი შვილი… ჩვენ მას ჯვარზე არ გავაკრავთ.”
27.,,ღმერთო, მოდი მოვრიგდეთ – მე მჯერა შენი, შენ კი – ჩემი.”
28.,,გადაარჩინე ჩვენი სულები ინვალიდობისგან.”
29.,,მიშვილე და შენ როცა დაბერდები, ჭიქა წყალს მოგაწვდი.”
30.,,მეორედ როდის მოვა იესო ქრისტე? ხომ უნდა მოვემზადოთ, თორემ იგივე იქნება რაც პირველად მოსვლისას.”
31.,,გთხოვ, მომიტევე ჩემი ცოდვები. ვიცი ბევრი ჩავიდინე, მაგრამ არ მეგონა თუ არსებობდი.”
32.,,ყვავილები უკეთესი გამოგივიდა, ვიდრე ადამიანები”…